ტყის ჩიტისთვალა
ტყის ჩიტისთვალა – (Asperula odorata L. – Galium odoratum [L.] Scop.); ოჯახი: ენდროსებრნი (Rubiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო 10-35 სიმაღლისაა. სწორად მდგომი, შიშველი, მხოლოდ მუხლებში აქვს ჯაგრისებური ბეწვების რგოლი. ფოთლები (6-8) წრიულად არის განლაგებული. სიგრძე – 3.5-6.5 სმ, სიგანე – 5-10 მმ. ქვედა ფოთლები უკუკვერცხისებურია, დანარჩენი – ლანცეტა, 1-ძარღვიანი. ორივე მხარეზე თხლად ან ნაწილობრივ შებუსული. ყვავილედი კენწრულია, შეკრებილია თხელ, ნახევრად ქოლგისებურ ყვავილედებად. გვირგვინი თეთრია, ნაკვთები – მოგრძო. ყვ. ნაყ. IV-VIII. კახეთში ფართოდ არის გავრცელებული ტყის ქვედა, შუა და ზედა სარტყლებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. ნახვა შესაძლებელია, პრაქტიკულად, ყველგან.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.