ალყა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:10, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალყა - განადგურების ან დატყვევების მიზნით მოწინააღმდეგის დაჯგუფების იზოლაცია მისი დანარჩენი ჯარებისაგან (ძალებისაგან).

ხორციელდებოდა სხვადასხვა ეპოქის ომებში. წარმატებული ალყისთვის უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს: საკუთარი ჯარების ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება მოწინააღმდეგის დაჯგუფების ფლანგებზე და ზურგში სწრაფი გასვლისათვის; საჰაერო და საზღვაო დესანტების მიერ მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვანი რაიონების, საგზაო კვანძებისა და გადასასვლელების ხელში ჩაგდება; აქტიური მოქმედებების წარმოება ალყის შიდა და გარე ფრონტებზე გარშემორტყმული მოწინააღმდეგის იმავდროული ბლოკადით ჰაერიდან,^ ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე – ზღვიდანაც; მოწინააღმდეგის რეზერვებისა და გარშემორტყმული ჯარების დებლოკირების ცდების ჩაშლა. ალყა შეიძლება განხორციელდეს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მასშტაბებით. ალყის მიზანს აღწევენ: გადამკვეთ მიმართულებებზე დარტყმების მიყენებით; მოწინააღმდეგის უკანდახეული დაჯგუფების ოპერატიულ სიღრმეში დევნის დროს ყოვლისმომცველი დარტყმის მიყენებით და მოწინააღმდეგის დაჯგუფების ზღვისკენ განდევნით; რამდენიმე დამანაწევრებელი ფრონტალური დარტყმის მიყენებით და წარმატების განვითარებით მოწინააღმდეგის ფლანგებზე და მის ზურგში გასვლით; დიდი დასახლებული პუნქტების და ქალაქების შემოვლის, მათში არსებული გარნიზონების ბლოკადის გზით და სხვა ხერხებით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები