Cephalanthera rubra Rich

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:44, 6 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:Example.png
Cephalanthera rubra Rich


Cephalanthera rubra Rich - (Cephalanthera rubra [L.] Rich.); ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მრავალწლიანი ფესურიანი მცენარეა, ფესურა აღმავალია. ღერო სწორია ან მოხრილი, ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა ან ლანცეტა, წაწვეტებული ყვავილედი ჯირკვლოვანი შებუსვითაა, 2-10-ყვავილიანი. ყვავილები დიდი ზომისაა, მოწითალო ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. V-VIII. კახეთში ეს მცენარე გავრცელებულია დაახლოებით 700-1,300 მ-მდე სიმაღლეზე ტყეებსა და ბუჩქნარებში. მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები