ეგიზლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგიზლე / ყარინდაშლა ჟულდუზუ (ბალყ.-ყარაჩ. Эгизле – „ტყუპები“; Къарындашла жулдузу – „ტყუპების ვარსკვლავი“, – მონადირეთა ენაზე) - ტყუპი ბიჭების დაბადებისადმი მიძღვნილი ბალყარულ-ყარაჩული საწესო ცეკვა ფერადი ლენტებით შემკული ორშტოიანი ჯოხით. ამავე ცეკვის სათამაშო ხასიათის ვარიანტია ე. წ. „კაკლის ქუდი“ (къоз бёрк). კაკლებისაგან შედგენილ ქუდს მაღალი ძელის თავზე ამაგრებდნენ. მოცეკვავეთაგან ერთ-ერთი, რომელიც ძელზე აძვრებოდა და ქუდს მოხსნიდა, საჩუქრდებოდა.


ლიტერატურა

Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореогра- фия и символика. Нальчик, 2003.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები