ემეგენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:24, 6 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემეგენები (ბალყ.-ყარაჩ. Эмеген) – ბალყარულ-ყარაჩული ფოლკლორის პოპულარული მითოლოგიური პერსონაჟები – დევები – მომწამვლელი სისხლის მქონე არსებები. არიან ძალზე მახინჯი გოლიათები, სხეულზე ხშირი ბალნით, გონებაჩლუნგნი და გაუმაძღარნი (უყვართ ადამიანის ხორცი), მეტყველებენ ადამიანურ ენაზე. სამეურნეო საქმიანობიდან მხოლოდ თხების მწყემსვა შეუძლიათ. ემეგენი ქალები მიწის ნაპრალის კერვით არიან დაკავებულნი. ეპოსში ემეგენები ნართების მტრები არიან და მათთან დაუნდობელ ბრძოლებს აწარმოებენ; საბოლოოდ, ამარცხებენ და გადამწყვეტ ბრძოლაში მთლიანად ხოცავენ.


ლიტერატურა

  • Народное поэтическое творчество балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1988;
  • Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994;
  • Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები