ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:03, 6 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია, დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1948 წელს. შედის 35 სახელმწიფო აშშ-ის ჩათვლით. საწესდებო მიზნები: რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება; წევრ ქვეყნებს შორის სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტა; აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება; პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობა.

უმაღლესი ორგანო – ყოველწლიური გენერალური ასამბლეა, რომელიც ორგანიზაციის საერთო პოლიტიკას განსაზღვრავს. პერიოდულად ტარდება საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო თათბირები. მასთან მოქმედებს თავდაცვის კომიტეტი, რომელშიც შედიან უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლები. მუდმივმოქმედი ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო – გენერალური სამდივნო. ძირითადი ორგანოების ადგილსამყოფელი -ვაშინგტონი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები