ამოცნობის კოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:34, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამოცნობის კოდი, პირობითი ნიშნების (სიმბოლოების) სისტემა საჰაერო, წყალზედა და სახმელეთო ობიექტების სახელმწიფოებრივი (უწყებრივი) კუთვნილებისა და ინდივიდუალური ნიშნების განსასაზღვრავად, რომლებიც ამ სისტემის მოპასუხეებით არის აღჭურვილი.

ამოცნობის კოდებს აყენებენ გარკვეული დროით და ამ დროის გასვლის შემდეგ ცვლიან ახლით. ამოცნობის კოდები იყოფა იმიტაციამედეგ – მოწინააღმდეგის მიერ შესაძლო იმიტაციისაგან გარანტირებულად დაცულ და არაიმიტაციამედეგ კოდებად. ამოცნობის კოდების გადაცემა და მიღება ხდება ამოცნობის ხაზებით, რომლებსაც ქმნიან რადიოლოკაციური, რადიო, რადიოტექნიკური, ჰიდროაკუსტიკური, პიროტექნიკური, შუქტექნიკური და სხვა სისტემები (საშუალებები), მათ შორის, კოდები ალმების სიგნალებით სამხედრო-საზღვაო ძალებში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები