ანტისაომარი მოძრაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტისაომარი მოძრაობა – სამხედრო ძალადობის, მილიტარიზმის და კონკრეტული ომების წინააღმდეგ, მშვიდობის და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის მებრძოლი ნებაყოფლობითი ჯგუფების, ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ძალების ერთობლიობა. მისთვის დამახასიათებელია ფართო სოციალური შემადგენლობა, მონაწილეთა მსოფმხედველობის ერთგვაროვნება, მიმდინარეობების მრავალრიცხოვნება. ასევე მოქმედების ფორმებისა და მეთოდების მრავალფეროვნება. ჩაისახა უძველეს დროში, მაგრამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო XIX საუკუნის 20–30-ან წლებში. განსაკუთრებით ფართო გაქანება მოიპოვა II მსოფლიო ომის შემდეგ და ძირითად მიზნად ბირთვული კონფლიქტების აღკვეთა დაისახა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები