ამფეთქი კოჭი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამფეთქი კოჭი, ასაფეთქებელი ნივთიერებების გარკვეული ფორმის მუხტი. გამოიყენება მზა ასაფეთქებელი მუხტის სახით საინჟინრო ნაღმებისათვის. აქვს ბუდე მაინიცირებელი საშუალებებისთვის, იფარება პარაფინის ფენით და გახვეულია პარაფინით გაჟღენთილ ქაღალდიში. გავრცელებულია ტროტილის დაწნეხილი ამფეთქი კოჭი, – 75, 200 და 400 გრ. მასით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.