არაკონვენციური საომარი მოქმედებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არაკონვენციური საომარი მოქმედებები – სამხედრო და არასამხედრო ოპერაციების ფართო სპექტრი, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ კონტროლირებად ან პოლიტიკურად არასაიმედო ტერიტორიაზე ხორციელდება. იგი მოიცავს: პარტიზანულ ომს, თავის დაღწევას და გამოქცევას, ძირგამომთხრელ საქმიანობას, საბოტაჟს და სხვა შეუმჩნეველ, ფარულ და საიდუმლო ოპერაციებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017