ლემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლემა - (Detura stramonium L.); ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanacaea). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 30-120 სმ. ფოთლები დიდი ზომისაა, კვერცხისებური, – ზედა მხარე – მუქი მწვანე, ქვედა – შედარებით ღია. ყვავილები მარტოულია და დიდი ზომის, თეთრი, გადანაღუნი წაწვეტებულია. ნაყოფი ეკლებით დაფარული კოლოფია. ყვ. ნაყ. VI-X. დაბლობის მცენარეა, იზრდება რუდერალურ ადგილებში, ბოსტნებსა და გზისპირა მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.