არასაომარი სამხედრო ოპერაციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არასაომარი სამხედრო ოპერაციები – ოპერაციები, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა სამხედრო ძალები, მაგრამ არა უშუალოდ საომარი მოქმედებებისთვის (საგანგებო მდგომარეობა, ჰუმანიტარული დახმარება, სამშვიდობო ოპერაციები და სხვა).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017