გრდემლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:06, 28 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრდემლი


გრდემლი - რკინის საყრდენი ლითონის გამოსაჭედად. არსებობს ორი ტიპისა - „ურქო“ და „რქიანი“, რომლებიც მრავალი ქვესახით არის წარმოდგენილი პირველი ტიპი უფრო ადრინდელად ითვლება და უახლოვდება უმარტივეს გრდემლს, რომელსაც ჭედური რკინის დამუშავებაში მადნის დასაფშვნელად იყენებდნენ და უკანასკნელ დრომდე შემოინახა. ურქო გრდემლი წაკვეთილი პირამიდის ფორმისაა. ვიწრო თავით ჩამაგრებულია ხის კუნძში („ქალამანი“). მას „ქართული გრდემლიც“ ეწოდება. რქიანი გრდემლი რამდენიმე სახისაა („ორრქიანი. „ცალრქიანი“, „დუმიანი“ და სხვ.). ე.წ. სამთავა გრდემლი თავმოხრილია, წინ ქიმით გამოიყენება წვეტიანი საგნების დამზადების დროს.

ლიტერატურა

ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. ა.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები