ძირწითელა (Echium rubrum Forssk)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:25, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძირწითელა (Echium rubrum Forssk)


ძირწითელა (Echium rubrum Forssk); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული თეთრი, ჯაგრისებური ბეწვით შემოსილი. სიმაღლე – 30-100 სმ, მარტივი, სწორი ან მოგრეხილი. ფოთლები ვიწრო-ლანცეტა ფორმისაა, შებუსული. ყვავილედი, მრავალყვავილიანი თავაკია, ხვეული. გვირგვინი მეწამული ფერისაა. ყვ. V; ნაყ. VII. გავრცელებულია ბალახოვან ფერდობებზე, ველებზე, გზისპირა ადგილებში, ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.


წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები