ანაკოფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:42, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანაკოფია - ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი აფხაზეთში, ახლანდ. ახალი ათონის ტერიტორიაზე. აბაზგების, შემდეგ აფხაზთა სამთავროს პოლიტიკური ცენტრი (VII–VIII საუკუნეები) და ძლიერი ციხესიმაგრე – „თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“ („ქართლის ცხოვრება“). XIV საუკუნიდან თანდათანობით დაკნინდა. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ანაკოფიას ზღუდე შემოავლო. XVIII საუკუნისათვის საბოლოოდ იქნა მიტოვებული.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017