წყალნაწყენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:47, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყალნაწყენი


წყალნაწყენი – (Epilobium hirsutum L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე 150 სმ-მდეა, სწორი, ზეაღმართული ტოტებით. ღერო ქვე! და ნაწილში ოდნავ წიბოებიანია და გაფარჩხული ბეწვით არის შებუსული ან შიშველი. ფოთლები მჯდომარეა, ვიწრო-ლანცეტა ფორმის, იშვიათად – კვერცხისებური, შიშველი, მონაცრისფრო, ქეჩის მაგვარი, კიდედაკბილული. გვირგვინის ფურცლები ღია მეწამულია ან წითელი. ყვ. ნაყ. VI-VIII. კახეთში გავრცელებულია მდინარეთა, რუების ნაპირებზე, ჭაობებში, სარწყავ არხებში, მთის ქვედა და შუა სარტყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია შესაბამის ბიოტოპებში ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები