სავარცხელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
09:53, 10 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სავარცხელა


სავარცხელა – (Erodium cicutarium [L.] L’Her.); ოჯახი: ნემსიწვერასებრნი (Geraniaceae). ერთ ან ორწლიანი მცენარეა, 5-35 სმ სიგრძის, დატოტვილი, გართხმული ან წამოწეული, ზოგჯერ მცენარე უღეროა. დაფარულია გაფარჩხული ბეწვით. ფესვთანური და ღეროსეული ფოთლები ძირამდეა ფრთისებურად განკვეთილი კვერცხისებურ-ელიფსურ სეგმენტებად, რომლებიც, თავის მხრივ, არის ფრთისებურად განკვეთილი მოგრძო ნაკვთებად. ყვავილედი იღლიურია, 2-7-ყვავილიანი. გვირგვინი, ძირითადად, ვარდისფერია (შეფერილობა – მოთეთრო ფერიდან მუქ იისფრამდე). ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ველობებზე. კახეთში ფართოდ არის გავრცელებული და მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები