ჩიტისთავა (Gagea lutea)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:57, 10 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიტისთავა (Gagea lutea)


ჩიტისთავა - (Gagea lutea [L.] Ker Gawl.); ოჯახი: შროშანისებრნი (Liliaceae). მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. ძირის ფოთოლი ფართოა. ყვავილედის ძირში 2 სხვადასხვა სიგრძის, გაბნეულბეწვიანი ფოთოლი ზის. ერთი ფოთოლი ლანცეტაა, მეორე – ხაზური. ყვავილედი 3-10-ყვავილიანია. ყვავილსაფარი შიგნიდან მკრთალი ყვითელია, ოდნავ მომწვანო. ყვ. ნაყ. IV-V. გავრცელებულია მთის შუა და ზედა სარტყლებში – ტყეებში, ტყისპირა ადგილებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები