ლაგოდეხის თეთრყვავილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:12, 10 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაგოდეხის თეთრყვავილა


ლაგოდეხის თეთრყვავილა – (Galathus lagodechianus Kemularia-Natadze); ოჯახი: Amaryllidaceae. მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. ფოთლები პრიალაა, მწვანე. საყვავილე ღერო ფოთლებზე გრძელია. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ღრმად ჩაზნექილია, კოვზისებური ფორმის. შიგნითა ფოთლებს თირკმლისებური, მწვანე, იშვიათად ყვითელი ლაქა აქვთ. ყვ. ნაყ. II-IV. მცენარე კავკასიის ენდემია. აღწერილია ლაგოდეხში. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. მისი ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარე ალაზნის ჭალაში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები