ნაღველა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაღველა – (Gentiana angulosa M. Bieb. = Gentiana verna susbp. Pontica [Soltok.] Hayek); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 4-10 სმ სიმაღლის. ფოთლები კვერცხისებურია ან კვერცხისებურ-ლანცეტა. ყვავილები კენწრულია, მარტოული, ფართო, დაკუთხული, წიბოებზე ფრთებით. გვირგვინი კაშკაშა ლაჟვარდისფერ-ლურჯია. გვირგვინის ფურცლები კარგად არის გადაშლილი. ყვ. ნაყ. VI-VIII. მაღალმთის მცენარეა, იზრდება 2,000 მ-ის ზემოთ, ალპურ ხალებზე, მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შეიძლება კახეთის რეგიონის ალპურ სარტყელში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.