კავკასიური ხარისძირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კავკასიური ხარისძირა – (Helleborus caucasicus A. Braun); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 20-40 სმ. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ტყავისებური, შიშველი, თათისებურად დაყოფილი ლანცეტა ან ელიფსურ ნაკვთებად, კიდეებზე ორმაგხერხკბილა. ყვავილები დიდი ზომისაა, მომწვანო-მოყვითალო-მოთეთრო ფერის. ყვ. II; III; ნაყ. IV; XII. იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე, ტყის პირას, ტყეებში, ნატყევარ ადგილებში, ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. მთელ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.