კორობელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კორობელა – (Hypericul androsaemum L.); ოჯახი: კრაზანისებრნი (Hiperidaceae). ნახევრად ბუჩქია, შიშველი მურა ფერის ქერქით, სიმაღლე – 1 მ-მდე. ფოთლები კვერცხისებურია, თითქმის მჯდომარე. ყვავილედი მცირეყვავილიანი, ნახევრად ქოლგა ან ფარია. გვირგვინის ფურცლები ბლაგვია, ყვითელი. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე გავრცელებულია ტენიან ტყეებსა და ხეობებში, ზოგჯერ ნაკადულების პირას. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ ლაფანყურის მიდამოებში, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე – სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.