არქიპელაგური წყლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არქიპელაგური წყლები - სახელმწიფო-არქიპელაგის სუვერენიტეტის ქვეშ მყოფი წყლები. სუვერენიტეტი ვრცელდება არქიპელაგური წყლების ზევით საჰაერო სივრცეზე, აგრეთვე ზღვის ფსკერზე, წიაღისეულსა და წიაღისეულ რესურსებზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017