ეშელონური ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:53, 11 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეშელონური ომი - იმ საბრძოლო მოქმედების სახელწოდება, რომელიც უმთავრესად სამხედრო ეშელონების გამოყენებით სარკინიგზო მაგისტრალების გაყოლებით ჯარების მანევრისა და ბაზირებისთვის წარმოებდა.
ეშელონური ომის წარმოშობას განაპირობებდა საბრძოლო მოქმედების რაიონებში ჯარების სიმცირე, ერთიანი ფრონტების არარსებობა, დაპირისპირებული მხარეების ძალების არამდგრადობა და დაქსაქსულობა. მის გამოყენებზე უარი ითქვა 1918 წლის შუახანებისთვის, არმიების რიცხოვნების ზრდის, სტაბილური ფრონტების წარმოშობისა და შეიარაღებული ბრძოლის გაქანების გაძლიერების გამო, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი ცალკეული ელემენტები უფრო გვიანაც არსებობდა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.