კატალაუნის ბრძოლა 451
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:18, 11 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კატალაუნის ბრძოლა 451 - საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კატალაუნის ველზე, ივნისის II ნახევარში გამართულ ე.წ. „ხალხების ბრძოლაში“ დასავლეთ რომის იმპერიის არმიამ აეციუსის სარდლობით ფრანკებთან, ვესტგუთებთან, ბურგუნდებთან და ალანებთან ერთად დაამარცხა ჰუნებისა და მათი ქვეშევრდომი ტომების (ოსტგუთები, გეპიდები და სხვა) ლაშქარი, რომლსაც მეთაურობდა ატილა.
ამ ბრძოლამ შეარყია ჰუნების ძლიერება და შეაჩერა მათი წინსვლა დასავლეთ ევროპაში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.