ასტრონავტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასტრონავტიკა (ბერძნული astron – ვარსკვლავი და nautike – ზღვაოსნობა), ტერმინი, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში მათ შორის აშშ-ი იხმარება კოსმონავტიკის ნაცვლად. დღევანდელ ვითარებაში ასტრონავტიკას დიდი სამხედრო მნიშვნელობა აქვს (მაგალითად დედამიწასთან კავშირი, სამხედრო ობიექტების მონახვა და ა.შ.).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017