კვიდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვიდო – (Ligustrum vulgare.); ოჯახი: ზეთისხილისებრნი (Oleaceae). 1.5-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. ძირითადად – შიშველტოტებიანი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტა ან ელიფსურია, შიშველი, ტყავისებური, პრიალა, მოკლეყუნწიანი, კიდემთლიანი. ყვავილედი კენწრული საგველაა. გვირგვინი თეთრია. ყვავილის ყუნწები ბეწვიანია. ნაყოფი მუქი მურა ფერისაა. ყვ. V-VI; ნაყ. VII-IX. ძირითადად, ტყის ქვედა სარტყლის მცენარეა, იზრდება ტყეებში, ტყის პირასა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.