ოცდაათწლიანი ომი 1618-48

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:11, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოცდაათწლიანი ომი 1618-48 - პირველი საერთო ევროპული ომი სახელმწიფოთა ორ დიდ კოალიციას შორის ევროპაში ირველობისათვის. კერძოდ, ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ჰაბსბურგთა ბლოკი (ესპანელი და ავსტრიელი ჰაბსბურგები, გერმანელი კათოლიკე მთავრები, რომის პაპებისა და პოლონეთის მხარდაჭერით) და ანტიჰაბსბურგული კოალიცია (გერმანელი პროტესტანტი მთავრები, საფრანგეთი, შვედეთი, დანია, რომლებსაც მხარს უჭერდნენ ინგლისი, ჰოლანდია და რუსეთი).

ჰაბსბურგთა ბლოკი კათოლიციზმის დროშით გამოდიოდა, ანტიჰაბსბურგული კოალიცია (განსაკუთრებით დასაწყისში) – პროტესტანტიზმის დროშით.

ოცდაათწლიანი ომი იყოფა 4 პერიოდად:

ჩეხური (1618–23), დანიური (1625–29), შვედური (1630–35) და ფრანგულ-შვედური (1635–48), როდესაც საფრანგეთის ომში ჩაბმით აშკარად გამოიკვეთა ანტიჰაბსბურგული კოალიციის უპირატესობა. „მსოფლიო იმპერიის“ შექმნის ჰაბსბურგთა გეგმამ კრახი განიცადა და პოლიტიკური ჰეგემონია საფრანგეთის ხელში გადავიდა.

ოცდაათწლიანი ომმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპული არმიების ორგანიზაციისა და სამხედრო ხელოვნების განვითარებაზე. ომი დასრულდა ვესტფალიის ზავით (1648).



წყარო

  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები