ხახვთესლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხახვთესლა - (Lysimachia verticilaris Spreng. = Lysimachia punctata L.); ოჯახი: ფურისულისებრნი (Primulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია და დატოტვილი, შებუსული. ფოთოლი 34-ია ჩხროდ განწყობილი, ფორმით ელიფსური ან კვერცხისებური. ყუნწები მკაფიოდ არის გამოხატული. ყვავილები იღლიურია, ყვავილედი მეჩხერი მტევანია. გვირგვინი ლიმონისფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე დამახასიათებელია ტენიანი ადგილებისათვის, ტყეებისა და მდელოებისათვის. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია შუამთისა და სოფელ შალაურის მიდამოებში. ცნობილია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.