პოზიციური ომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოზიციური ომი - შეიარაღებული ბრძოლა, რომელშიც უპირატესი ადგილი უკავია საომარ მოქმედებებს დიდი სიგრძის ერთიან ფრონტებზე, ღრმად ეშელონირებული თავდაცვით და ფრონტის ხანგრძლივი სტაბილურობით, ნელი და ნაკლებად შედეგიანი მეთოდური ფრონტალური შეტევითი მოქმედებებით.
პოზიტიური ომის მაგალითია I მსოფლიო ომი 1914 წლის დამლევიდან დასავლეთის (საფრანგეთის) ფრონტზე და 1915 წლის დამლევიდან აღმოსავლეთის (რუსეთის) ფრონტზე.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.