პუნიკური ომები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:35, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პუნიკური ომები - ომები რომსა და კართაგენს შორის ხმელთაშუა ზღვის აუზში ბატონობისათვის. რომაელები კართაგენელებს უწოდებდნენ პუნებს, საიდანაც მოდის სიტყვა „პუნიკური“.


1. პუნიკური ომი – ძვ.წ. 264-241 წლებში;

2. პუნიკური ომი – ძვ.წ. 218-201 წლებში;

3. პუნიკური ომი – ძვ.წ. 149-146 წლებში.


უმნიშვნელოვანესი ბრძოლები: კონცხ მილესთან (260), ეგატესის კუნძულებთან (241) – რომაელთა საზღვაო გამარჯვებები; ტრაზიმენოს ტბასთან (217) და კანესთან (216) – კართაგენელთა გამარჯვებები, რომლებსაც ჰანიბალი სარდლობდა; ზამასთან (202) – რომაელთა გამარჯვება; რომაელთა მიერ კართაგენის გარემოცვა და აღება (149_146).

პუნიკური ომები დასრულდა რომაელთა გამარჯვებით. კართაგენის ტერიტორია გადაიქცა რომის პროვინციად.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები