ატომური არტილერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატომური არტილერია – სპეციალური საარტილერიო ქვემეხები, რომლებიც ისვრიან მხოლოდ ბირთვულ საბრძოლო მასალებს.

პირველი ასეთი ქვემეხი გახდა ამერიკული 42,6 ტ. მასის 280-მმ ზარბაზანი (1951). 50-იან წლებში ატომური არტილერია შეიქმნა სსრ კავშირშიც: დამზადდა 406-მმ „კონდენსატორ“ ზარბაზნის და 420-მმ „ოკა“ ნაღმსატყორცნის რამდენიმე საცდელი ნიმუში მუხლუხა თვითმავალ შასიზე. მაგრამ ისინი არ მიუღიათ შეიარაღებაში მეტისმეტად დიდი გაბარიტისა და მასის გამო (დაახლოებით 65ტ), მიზეზი ისიც იყო, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, შეექმნათ ნაკლები კალიბრის საარტილერიო ბირთვული ჭურვები, რომელთა სროლა შეიძლებოდა საველე არტილერიის ჩვეულებრივი ქვემეხებიდან. ამის გამო ტერმინი ხმარებიდან გამოვიდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები