ომის ინვალიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ომის ინვალიდი (ლათინური invalidus – სუსტი, უძლური), სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ბრძოლაში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან ფრონტზე ყოფნასთან დაკავშირებული დაავადების შედეგად შრომის უნარი დაკარგა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.