ომის მდგომარეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ომის მდგომარეობა - სახელმწიფოების ურთიერთობა ომის გამოცხადების მომენტიდან (ანუ საომარი მოქმედების ფაქტობრივი დაწყებიდან) მის დამთავრებამდე. გამოიხატება დიპლომატიური, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო კავშირების გაწყვეტით, მოწინააღმდეგის სახელმწიფო საკუთრების კონფისკაციით (დიპლომატიური წარმომადგენლობების ქონების გარდა), სავაჭრო გემების რეკვიზიციით, მოწინააღმდეგე ქვეყნის მოქალაქეების ინტერნირებით და სხვა. ომის მდგომარეობის შეწყვეტის ძირითად საერთაშორისო-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს საზავო ხელშეკრულება, რომელსაც შეიძლება წინ უძღოდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.