ომის პროპაგანდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ომის პროპაგანდა - ომის საქებარი შეხედულებების გავრცელება, მისი საჭიროების დასაბუთება, საომარი მოწოდებები სიტყვიერად, წერილობით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ნებისმიერი სხვა ფორმით. ომის პროპაგანდა დაგმო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (1947). საჯარო მოწოდებები აგრესიული ომის გაჩაღებისკენ სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.