მჟაველა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:12, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მჟაველა


მჟაველა – (Oxalis corniculata L.); ოჯახი: მჟაველასებრნი (Oxalidaceae). 8-25 სმ სიმაღლის ერთ ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. დატოტვილი, ზოგჯერ – გართხმული. ფოთლები მორიგეობით არის განლაგებული, 3-ფოთოლაკიანი, გრძელყუნწიანი. ფოთოლაკები უკუკვერცხისებურია. საყვავილე ღერო 1-3-ყვავილიანია. გვირგვინი ყვითელია. ყვ. ნაყ. IV-IX. მცენარე იზრდება გზის პირას, მშრალ ფერდობებზე, რუდერალურ ადგილებში, ნათესებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები