ჭინჭარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:41, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭინჭარა


ჭინჭარა – (Phlomis pungens = Phlomis herba-venti subsp. Pungens [Willd.] Maire ex. DeFilipps); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტივია ან დატოტვილი, უხვად შებუსული. ქვედა ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა, გრძელყუნწიანი. 8-12 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სიგანის კიდეებზე მსხვილ-მრგვალკბილაა. ღეროსეული ფოთლები ვიწრო-ლანცეტაა, მოკლეყუნწიანი. კენწრული ფოთლები კიდემთლიანია, პატარა ზომის. ყვავილები შეკრებილია 6-10-ყვავილიან ჩხროებად. გვირგვინი მოწითალო-იისფერია ან ლილისფერი. ზედა ტუჩი რკალივით არის მოხრილი. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება მშრალ ფერდობებზე, ველებზე, ნასვენ ადგილებში, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ პალდოსა და გარეჯის მიდამოებში. ცნობილია სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები