ონტკოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ონტკოფა – (Physalis alkekengi L.); ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae). 20-100 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სწორად მდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ყუნწიანია, მორიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული, გულის ფორმის, საკმაოდ დიდი ზომის. ყვავილები მოთეთროა, მარტოული, იღლიური. ნაყოფი კაშკაშა ნარინჯისფერია. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტენიან ადგილებზე, მდინარის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.