ხვალო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:36, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხვალო


ხვალო - (Populus canescens [Aiton] Sm.); ოჯახი: ტირიფისებრნი (Salicaceae). 40 მ სიმაღლის ხეა. გრძელი ყლორტების ფოთლები დიდი ზომისაა, 3-5-ნაკვთიანი. ნაკვთები დაკბილულია, ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან ქეჩისებური შებუსვით ხასიათდება. ძველი ტოტების ფოთლები მომრგვალო-კვერცხისებურია. კიდეებზე ამოკვეთილ-მსხვილკბილა. ფოთლის ყუნწი ხშირად ფირფიტაზე გრძელია. ყვ. ნაყ. III-IV. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. იზრდება მდინარეების გაყოლებით, ხევებში და ტყის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ნაპირებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები