დეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:17, 16 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დეკა


დეკა – (Rhododendron caucasicum Pall.); ოჯახი: მანანასებრნი (Ericaceae). 1-1.5 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია, წამოწეული, ხშირად გართხმული, მხოხავი ღეროებითა და ტოტებით. ყლორტები მოფენილია ქერცლებითა და ჩამოცვენილი ფოთლების კვლებით. ფოთლები ტყავისებურია, ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე; ქვედა მხარე ჟანგისფერია და ქეჩის მსგავსად არის შებუსული (ზრდასრული ფოთოლი). ფოთლის სიგრძე 5-12 სმ-ია, სიგანე – 1.8-5 სმ. ფოთლის ყუნწი მოკლეა. გვირგვინი დიდი ზომისაა და მომწვანო-მოყვითალო, ჩალისფერ-მოყვითალო, მოვარდისფრო ან თეთრი. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. სუბალპური ტყის ქვეტყეში ქმნის რაყებს. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. საქართველოში ცნობილია ყველა მაღალმთიან რეგიონში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები