შავწამალა (Scrophularia scopolii Hoppe)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:01, 17 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Scrophularia scopolii Hoppe


შავწამალა (Scrophularia scopolii Hoppe ex Pers.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). 20-100 სმ სიმაღლის ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შეფერილობით მწვანე ან მურა იისფერი. ღერო დატოტვილია, ჯირკვლოვანი ბეწვით შემოსილი. ფოთლები მოპირისპირეა, შებუსული, თითქმის მთლიანი, კიდეზე ორმაგად დაკბილული, ფორმით მოგრძო, გულისებური. ყვავილედი იღლიურია, ნახევრად ქოლგა, გვირგვინი მურა ფერისაა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე – ტყეებში, ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შენაქოში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები