გონგოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:21, 17 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გონგოლა


გონგოლა - (Sisymbrium officinale [L.] Scop.); ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae). ერთწლიანი მცენარეა და საკმაოდ არის შებუსული. ღერო სწორია, გაფარჩხულად დატოტვილი. სიმაღლე – 15-60 სმ. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებურად განკვეთილი, მოგრძო-კვერცხისებური, არათანაბრად დაკბილული. ზედა ფოთლები შუბისებურია ან ისრისებური. ყვავილედი თავაკია, გვირგვინი – ყვითელი – ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება ნათესებში, დასარევლიანებულ ადგილებში, გზების გასწვრივ, სარეველა მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები