ბი-ზეტი (BZ)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბი-ზეტი (BZ) - ფსიქოგენური მოქმედების, თეთრი კრისტალური მომწამვლელი ნივთიერება. დნობის ტემპერატურა 1900, დუღილის 4120, წყალში ცუდად იხსნება. გამოყენების ფორმა - აეროზოლი. საშუალო გამომყვანი ტოქსიკური დოზა 0,11 მგ-წთ/ლ, ზღურბლური - 0,05 მგ-წთ/ლ, მოქმედების ფარული პერიოდი 0,5-3 სთ. დაცვა - აირწინაღი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017