ბიოაკუსტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:56, 17 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიოაკუსტიკა - (ბიოს - სიცოცხლე, აკუსტიკა - სმენა), ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ცხოველებში ბგერათწარმომქნელი და ბგერათამთვისებელი ორგანოების მუშაობას. ბიოაკუსტიკის მიღწევებს დიდი მნიშვნელობა აქვს მეტყველების სინთეზის ამოცანების გადაჭრაში, ადამიანის მანქანასთან ურთიერთობის მოწყობილობის შექმნაში, მეტყველების ავტომატურ გარჩევაში. ისინი ქმნიან საფუძველს მგრძნობიარე ხელსაწყოების დამუშავებისთვის, რომლებიც გამოიყენება, როგორც ავტომატური თვალთვალის და დაკვირვების საშუალებები ხომალდებზე იარაღის თვითდამიზნების სისტემებში და სხვა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები