ბირთვული დაზიანების ხარისხის შეფასება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბირთვული დაზიანების ხარისხის შეფასება, ჯარების, მოსახლეობისა და მატერიალური ფასეულობებისთვის ბირთვული დარტყმით მიყენებული ზარალის შედეგების განსაზღვრა. ხორციელდება მოსალოდნელი დარტყმის წინ და მის შემდეგ. ზარალის ოპერატიული მნიშვნელობის შეფასება ამ დროს არ ხდება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.