ბირთვული ცენტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბირთვული ცენტრი - 1. სამეცნიერო-საკონსტრუქტორო ან საცდელ-საკონსტრუქტორო დაწესებულება, რომლის დანიშნულებაა ბირთვული საბრძოლო მასალის ცალკეული ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფა;
2. საწარმოო გაერთიანება, რომელიც დაკავებულია შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გახლეჩადი ნივთიერებების და ბირთვული იარაღის წარმოებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.