ბაგრატ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 18 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ III ბაგრატიონი (X საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისი – 7.V.1014) – გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. გურგენ ბაგრატიონის და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი.

ბაგრატ III-ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების გადამწყვეტ ეტაპს. 975 ბაგრატ III დავით III -ის მხარდაჭერით ქართლის მმართველი გახდა, ხოლო 978 აფხაზეთის სამეფო ტახტი დაიკავა, რომლის მემკვიდრე იყო დედის ხაზით. თავისი ხანგრძლივი მეფობის მანძილზე ბაგრატ III ებრძოდა უცხოელ დამპყრობლებსა და ურჩ ქართველ ფეოდალებს. თანდათანობით შემოიერთა ქართული მიწები: ჩრდილოეთ ტაო (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, კახეთ-ჰერეთი. 1010-12 დაამარცხა და დაიმორჩილა განჯის ამირა ფადლონ I, რომელმაც მეფეს ხარკის გადახდა და დამხმარე ჯარის გამოყვანა აღუთქვა.

ბაგრატ III-ის დროს აშენდა ქართული არქიტექტურის ისეთი ძეგლები, როგორიცაა ბედიის, ნიკორწმინდის და ბაგრატის ტაძრები. გარდაიცვალა ტაოში, დაკრძალულია ბედიაში. XI საუკუნის ქართველი მემატიანე ბაგრატ III-ს „დიდ მეფეს“ უწოდებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები