ალპური სამყურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:50, 19 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალპური სამყურა


ალპური სამყურა – (Trifolium alpestre L.); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ჩვეულებრივ, მჭიდროდ მიკრული ბეწვითაა მოფენილი; ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, მაგარი, მარტივი ან სუსტად დატოტვილი, 15-40 სმ სიმაღლის. ფოთლები მეტწილად ღეროსეულია, ქვედა ფოთლები უფრო გრძელყუნწიანია, ხოლო ზედა – მოკლეყუნწიანი, ზოგჯერ ხეშეში, ლანცეტა ან ვიწრო-ელიფსური ფორმის. ყვავილედი მარტოულია, ზოგჯერ ორ-ორი, ხშირი, მრავალყვავილიანი. გვირგვინი მეწამულ-წითელი ფერისაა, იშვიათად – ღია ვარდისფერი ან თითქმის თეთრი. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება ბუჩქნარებში, ნათელ ტყეებსა და ტყეების პირას, მშრალ მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში. გავრცელებულია აღმოსავლთ და სამხრეთ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები