ბომბარდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბომბარდა - (ფრანგული bombarde – ზარბაზანი), ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი ევროპული ქვემეხი (XIV-XVI საუკუნეებში). გამოიყენებოდა ციხესიმაგრეების ალყისა და დაცვის დროს. 300-400 კგ-იან ქვის ჭურვებს (ბირთვებს) ისროდა დაახლ. 700 მ-ის მანძილზე. ძველად ზოგჯერ ბომბარდას უწოდებდნენ ხელის ცეცხლსასროლ იარაღსაც.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.