ბომბი
ბომბი - (გერმანული bombe, ლათინური bombus - ხმაური, გუგუნი), ტექნიკური ასაფეთქებელი მოწყობილობა. დამაზიანებელი ბომბდამშენი საშუალებების ძირითადი სახეობა; 1. საარტილერიო ჭურვის მოძველებული სახელწოდება. ბომბის მუხტი ფეთქდება მილში ჩაწნეხილი დენთის ამოწვის შემდეგ.
XIX საუკუნიდან ზოგიერთი ქვეყნის არტილერიაში ბომბს უწოდებდნენ 1 ფუთზე (16 კგ) მეტი წონის ჭურვებს. I მსოფლიო ომში ბომბმტყორცნის მსხვრევადი ჭურვის დასახელება; XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სახელწოდება ბომბი ამოღებულია საარტილერიო ტერმინოლოგიიდან. 2. საავიაციო ბომბი- საავიაციო საბრ- ძოლო მასალის ერთ-ერთი სახეობა (იხ. საავიაციო ბომბები, ბირთვული ბომბები). 3. წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ჭურვი (იხ. სიღრმის ბომბი). წყალქვეშა მიზნების დამაზიანებელი საბრძოლო მასალა. 4. ხელყუმბარა, დამზადებული კუსტარული წესით დივერსიული და ტერორისტული მიზნებისთვის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.